28/07/2023
16:50
მსოფლიო
ამერიკელი ბასისტ-მომღერალი რენდი მაისნერი, რომელიც როკ-ჯგუფ Eagles-ის თანადამფუძნებელი იყო, ლოს-ანჯელესში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როკ-ჯგუფის ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაისნერი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გართულების გამო გარდაიცვალა.
მაისნერი Eagles-ის - ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბენდის - წამყვანი ბასისტი და ვოკალისტი იყო; მისი ცნობილი ჰიტებია "Hotel California", "Take It Easy" და "One of This Nights".
"რენდი Eagles-ის განუყოფელი ნაწილი იყო. მან წამყვანი როლი შეასრულა ინსტრუმენტული ჯგუფის წარმატებაში.
მისი ვოკალური დიაპაზონი გასაოცარი იყო, რაც აშკარად ჩანს თავის ბალადაში "Take It to the Limit"", - ნათქვამია როკ-ჯგუფის განცხადებაში.
Eagles-მა 150 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა მსოფლიოში; 1998 წელს როკ-ჯგუფის სახელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს შეემატა.
როკ-ჯგუფის თანადამფუძნებელი წევრი გლენ ფრეი 2016 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. Eagles-ის ამჟამინდელი შემადგენლობა - დონ ჰენლი, ჯო უოლში და ტიმოთი ბ. შმიტი - ნიუ-იორკში, სექტემბერში ბოლო ტურნეს გამართვას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ 2025 წლამდე გაგრძელდება.
0
0