05/07/2023
15:08
საზოგადოება
არ მივცემთ საშუალებას, „პრაიდფესტივალი“ ჩატარდეს ჩვენი ბავშვების თვალწინ, ლისის ტბის მიმდებარედ. საზოგადოება მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზით ყველაფერს გააკეთებს, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი აგრესიული პროვოკაცია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.
„ლგბტ ორგანიზაციები და მათი პატრონები ქვეყნის გარეთ, არ ასრულებენ პროვოკაციებს ჩვენი ქვეყნის მისამართით და საზოგადოების წინააღმდეგ. 8 ივლისს ისინი გეგმავენ მასშტაბური, ღია, საჯარო ე.წ. ლგბტ ფესტივალის ჩატარებას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც არის მთელი ქალაქისთვის საყვარელი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე, სადაც მშობლები საკუთარ შვილებს ასეირნებენ. საჯარო სივრცეში აპირებენ მასშტაბური ღონისძიების, „პრაიდფესტივალის“ ჩატარებას. ეს არის კიდევ ერთი აგრესიული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც არაერთხელ არა მხოლოდ საქმით, სიტყვით და ქმედებით დაამტკიცა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს დაუშვებს ქვეყანაში „ლგბტ პრაიდის“ ჩატარებას. ვხედავთ, რა შედეგები მოუტანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ლგბტ პროპაგანდამ. ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება ამ ყველაფრის ნეგატიური შედეგები.
არ მივცემთ საშუალებას, „პრაიდფესტივალი“ ჩატარდეს ჩვენი ბავშვების თვალწინ, რადგან მკაფიოდ ვამბობთ, რომ სწორედ ასე იწყებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და საბოლო ჯამში, შედეგად მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. საქართველოში ისედაც ნეგატიური ბალანსი გვაქვს დემოგრაფიაში და ძალიან არასახარბიელო მონაცემებია“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ამასთან, ვატო შაქარიშვილი მიმართავს მესაკუთრეებს, ვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეც იგეგმება ფესტივალის ჩატარება, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ე.წ. პრადფესტივალის პროპაგანდა.
“TBilisi open air-ს წარმოადგენს აჩიკო გულედანი, რომელიც არის ღიად ლგბტ პროპაგანდისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების მიხედვით, ის აძლევს უფლებას ფესტივალის ორგანიზატორებს, აღვირახსნილობა გამართონ ლისის ტბის მიმდებარედ. საჯაროდ მივმართავთ მესაკუთრებს, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ე.წ. პრადფესტივალის და გარყვნილების, სიცოცხლის წინაააღმდეგ იდეოლოგიის პროპაგანდა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, არ ჩაშლიან ე.წ. ფესტივალს, ქართული საზოგადოება შეიკრიბება მიმდებარე ტერიტორიაზე და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში არასდროს მოხდეს პრეცედენტი, საჯარო სივრცეში ჩატარდეს ე.წ. ლგბტ ფესტივალი”,– განაცხადა ვატო საქარიშვილმა.
0
0