
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ლადო კახაძის განცხადებით, ე.წ. კასრების კადრებში ევროპარლამენტარების შესახებაცაა ამბები.
„ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა, რომ ე.წ. კასრების კადრებში ევროპარლამენტარების ამბებიცაა.
კახაძის თქმით, ამის თქმის საფუძველს ევროპარლამენტარების მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი განხორციელებული დებატები და გამართული პერფორმანსია.
„კასრებში მოქცეული ინფორმაცია არსად არ წასულა. გერმანიაში რომ იყო „გესტაპო“, ეს საბუთები დღესაც ცოცხალია და იმ საბუთებით იმართება მათი შვილები და შვილიშვილები. ამ კასრებში ევროპარლამენტარების ამბებიცაა, ეს უდავოა. ასეთი გაცეცხლებული პერფორმანსი, ერთ წამში ასე განვრცობილი... წამებში იყო გათვლილი ეს ყველაფერი. ამაში დიდი ფინანსებიც იხარჯება, მაგრამ უფრო ის - ყურადღებით იყავით, თორემ თქვენზეც ყველაფერი გამომზეურდება“, - განაცხადა კახაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სააკაშვილის მდგომარეობის თაობაზე სასწრაფო დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკეს და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრეს.
0
0