
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე შოვში დამანგრეველი მეწყერის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყერის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს, - ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილში.
როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, აფასებს მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე შოვში დამანგრეველი მეწყერის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყერის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს.
დიდად ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად და დასახმარებლად. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
პატივისცემით, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი“, - აღნიშნავს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.
0
0