“ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ რომ უპასუხისმგებლო უმეცრებს ხმა აღარ მისცეთ” - ასე ეხმაურება პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეშვილი "ქართული ოცნების" ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტში ხელახლა წარადგენენ.
"კიდევ კარგი ვაშაძემ, ელენემ და ზურა ჯაფარიძემ მილიონი ხელმოწერა მოაგროვეს და კანდიდარის სტატუსით შებოჭეს ეს ოხრები.
ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ რომ უპასუხისმგებლო უმეცრებს ხმა აღარ მისცეთ." - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
0
0