
გამორჩეული მუსიკალური ნომრები, ყანჩელისა და გურგულიას ნაწარმოებები - ძველით ახალი წლის ღამე The Georgian Six - თან ერთად, რესტორანი “სი ჩერტო” განსაკუთრებული საღამოსთვის ემზადება.
"13 იანვრის საღამოს, ძველით ახალი წლის შესახვედრად, რესტორანი “სი ჩერტო” განსაკუთრებული მუსიკალური საღამოსთვის ემზადება.
მონატრებულ მსმენელს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, The Georgian Six პირველად სწორედ “სი ჩერტოში” შეხვდება.
გია ყანჩელის, ინოლა გურგულიას, გამორჩეული ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საშობაო თუ სხვა მუსიკალური ნაწარმოებები The Georgian Six-ის შესრულებით საოცარ საახალწლო განწყობას შექმნის", აღნიშნულია “სი ჩერტოს” ოფიციალურ ფეისბუკპოსტში.
მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ: +995 596 848 844
0
0
გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
24/08/2026
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
24/08/2026