-share.jpg)
საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე. აქამდე გზების ამ მონაკვეთებზე მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ხობის მერთან ერთად გაეცნო.
2019 წელს განხორციელდა ძველი ხიბულა-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.
სოფელში მდინარე ჭანისწყალზე, ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
ხიბულაში ასევე აქტიურად ხორციელდება წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, სოფელის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირება. პროექტის შესაბამისად, აშენდა 27-კილომეტრიანი გაზსადენი.
ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, რეაბილიტირდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი.
0
0