
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, 28 ნოემბერს, ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება, რათა უკრაინაში სამშვიდობო მცდელობები და უნგრეთისთვის ენერგომომარაგების საკითხი განიხილოს.
შეკითხვაზე, განხილული იქნება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი ორბანსა და პუტინს შორის დღევანდელ შეხვედრაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა: „ამ თემის თავიდან აცილებას ძნელად შევძლებთ“.
27 ნოემბერს, ვლადიმერ პუტინმა ორბანის ვიზიტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა და რუსეთმა „სერიოზულად უნდა განიხილონ“ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების წინადადებები.
როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა და უნგრეთი კვლავ დიდწილად დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, რასაც ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება.
0
0