27/12/2023
11:31
მსოფლიო
აშშ-ის ფლორიდის შტატში, ორი არასრულწლოვანი ძმა დააკავეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი და, საშობაო საჩუქრების რიგში დგომისას მომხდარი დაპირისპირების ნიადაგზე, ნახევრადავტომატური პისტოლეტით სასიკვდილოდ დაჭრა.
ფლორიდის შერიფის ოფისის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ძმამ საკუთარ დას მკერდში ესროლა. ქალს ხელში 10 თვის ჩვილი ეჭირა. შემდეგ ბიჭს უფროსმა ძმამ ესროლა. მისი თქმით, სროლა კამათს მოჰყვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებდა მეტ საჩუქარს.
შერიფმა ბობ გუალტიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უფროსი მოზარდი (15 წლის) შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და იარაღი გადააგდო. პოლიციის ცნობით, უმცროსი ძმა (14 წლის) საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობის ჩატარების შემდეგ დააკავეს.
„ორი შვილის დედას შინაგანი სისხლდენა დაეწყო და სუნთქვა ვეღარ შეძლო. ბავშვი არ დაშავებულა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ადგილობრივი პროკურორები განიხილავენ საქმეს და გადაწყვეტენ, წაუყენონ თუ არა ძმას ბრალი, როგორც ზრდასრულს, საკუთარი დის მკვლელობის ფაქტზე,“ - დასძინა შერიფმა გულტიერმა.
0
0