02/06/2023
21:32
სამართალი
ხელვაჩაურში შემზარავი მკვლელობა დღეს მოხდა - ძმამ ძმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.
მშობლები ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კამათს ასახელებენ დანაშაულის ადგილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კიბეა.
არსებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ღამით, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. უფროსმა ძმამ უმცროსი მშობლების თვალწინ,სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
რა უძღოდა ძმებს შორის დაწყებულ კონფლიქტს წინ, უცნობია. როგორც ოჯახის ნათესავები ამბობენ, ერთი ოჯახის წევრებს უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ.
ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელმა დანაშაულის ჩადენის შემდგომ მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. დანაშაულის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
35 წლის მამაკაცი ძმის მკვლელობას აღიარებს. ახლა ის ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
0
0