იაპონიაში, ძლიერი სიცხის გამო, „გამაგრილებელი თავშესაფრები“ განათავსეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ისეთი ობიექტები, როგორიცაა საზოგადოებრივი ცენტრები ან ბიბლიოთეკები, ჰაერის გამაგრილებელი სისტემებითაა აღჭურვილი, „გამაგრილებელი თავშესაფრები“ კი, ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი სქემის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით ძლიერ სიცხეში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
იაპონიის ხელისუფლებამ ტოკიოში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ტოკიოს რაიონებში მცხოვრები ადამიანები სიცხის რისკის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა ხალხს, თავი აარიდონ ფიზიკურ აქტივობას და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ძლიერი სიცხის გამო რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ორშაბათს ქალაქ შიზუოკაში ტემპერატურამ რეკორდულ, 40 გრადუსს მიაღწია, ხოლო სხვა რაიონებში, მათ შორის ტოკიოში, წელიწადის ამ დროისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026