
კასპის რაიონში მოსულმა სეტყვამ ნათესები და ხეხილი გაანადგურა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო სოფელ მეტეხში, სადაც ძლიერი სეტყვა 6-7 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქიის შედეგად სრულად განადგურდა მათი ბაღები.
"ძლიერი სეტყვა იყო რამდენიმე წუთის განმავლობაში, ხეხილს აღარაფერი შერჩა, განადგურდა ნათესები, სახლებში წყალი ჩავიდა... მსგავსი ძლიერი სეტყვა წლებია არ გვახსოვს" - ამბობენ ადგილობრივები.
როგორც მოსალოდნელია საქართველოში დღეს, საღამოს საათებში ამინდი უარედება, მოსალოდნელია წვიმა, ეჭექით, ასევე ძლიერი ქარი. წვიმას ელოდებიან დედაქალაქშიც.
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025