05/07/2023
12:17
მსოფლიო
ნიდერლანდებში ქარიშხალმა „პოლიმ“ სასტიკად შეაფერხა ქვეყანაში საჰაერო და სარკინიგზო კომუნიკაციები, ხელისუფლებამ ძლიერი ქარის გამო, ხალხს მოუწოდა სახლებში დარჩნენ. ამის შესახებ ჰოლანდიური ტელერადიოკომპანია NOS იუწყება.
ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა ქარიშხლის გამო, ქვეყნის უმეტეს ნაწილში საშიშროების უმაღლესი - წითელი დონე გამოაცხადა. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს.
ამსტერდამის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვიკ აან ზეეში ქარის სიჩქარე საათში 145 კილომეტრს აღწევს.
შტორმი „პოლი“ არის ყველაზე ძლიერი ზაფხულის ქარიშხალი, რომელიც ოდესმე უნახავთ.
ამსტერდამის აეროპორტმა Schiphol-მა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ცენტრია, გააუქმა 300-ზე მეტი ფრენა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი დროით მინიმუმ 15:00 საათამდე შეიზღუდება.
ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციის მცხოვრებლებმა, რომელიც მოიცავს ამსტერდამს, მიიღეს შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე, რომლებითაც გააფრთხილეს, რომ სახლში დარჩნენ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაში საგანგებო ნომრებზე დარეკონ.
0
0