03/02/2022
23:31
საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში 4 თებერვალს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, ტემპერატურა +5+11 გრადუსი იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. 5 თებერვალს თოვლჭყაპსა და ქარის გაძლიერებას ელოდებიან 20-25მ/წმ სიჩქარით. 6 თებერვალს დასავლეთ საქართველოშიც თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა 0 ,+8 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ ღამით -8 გრადუსამდე ყინვა, დღისით კი თოვლია მოსალოდნელი.
თბილისში 4 თებერვალს შესაძლებელია მცირე წვიმა იყოს. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. ტემპერატურა +3 +13 გრადუსი იქნება. ქარი 30-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება დედაქალაქში 5 თებერვალს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. +1 +4 გრადუსი ტემპერატურით. ქარის სიძლიერე დაიკლებს, თუმცა ყინვაა მოსალოდნელი 6 თებერვალს, დღეც უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურა -2 +6 გრადუსი იქნება.
0
0