
გარემოს ეროვნული სააგენტო 29 მარტიდან 2 აპრილამდე ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას, მდინარეების ადიდებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
საგანგებო განცხადების მიხედვით, რიგ მუნიციპალიტეტებში ღამის საათებში შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურაც დაფიქსირდეს.
“29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, უმეტესად დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთაშში - ქარბუქი.
30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს.
30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაცაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს”,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 აპრილიდან
07/04/2026