
10 აპრილს, ქუთაისში წვიმა და ქარია მოსალოდნელი, დღისით +10 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმა და ქარია ოზურგეთშიც, დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი.
ნალექიანი ამინდი და ძლიერი ქარია ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +10, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსები მესტიაში თოვლისა და წვიმის სახით ნალექს ვარაუდობენ. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიანი ამინდია, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +9 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლსა და წვიმას ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას და ძლიერ ქარს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ქარი და წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლ-ჭყაპს ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლსა და ქარს ელოდებიან, დღისით +4, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმა და ქრი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი და ქარიანი დღე იქნება თელავშიც, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
ძლიერ ქარსა და წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმა და ქარია მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმა დ ძლიერი ქარი იქნება, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ძლიერი ქარი და წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
0
0