-share.jpg)
უამინდობის გამო გაგრასა და სოხუმში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილზე მაშველები მუშაობენ, განუცხადეს Sputnik-ს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ პრესსამსახურში.
დატბორილი სახლების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
გაგრაში ქარიშხლის შედეგად ქალაქის სანაპიროზე მდებარე სახლები და ტურისტული ადგილების უმეტესობა დაიტბორა.
ამის შესახებ Sputnik-ს რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ადამურ ციშბამ განუცხადა
„ახლა მაშველები შენობების პირველი სართულებიდან ამოტუმბვენ წყალს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრება, იქ, სადაც ჩვენ ვდგავართ, მთელი ეზო დატბორილია და წყალი გზას უახლოვდება“, - განაცხადა ციშბამ.
მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება შტორმის შედეგად გაგრის მცხოვრებლებს.
ქალაქში ასევე დაიტბორა სატუმბი და სატრანსფორმატორო ქვესადგურები და ცენტრალური წყალსადენი, იუწყება აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური.
პირველი ფოტო გაგრაა, მეორე სოხუმი


0
0