
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი [112] მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ მოკლე ტექსტური [სმს] შეტყობინებით აფრთხილებს:
“9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ” ნათქვამია 112-ის დაგზავნილ შეტყობინებებში.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გაავრცელა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში უამინდობა ნარჩუნდება.
„8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ უხვი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026