07/11/2024
12:04
სპორტი
ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა მძიმეწონოსანმა ალექსი დავითაშვილმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ფინალში მან მონღოლი ძიუდოისტი დაამარცხა და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი ზედიზედ მერვედ გახდა. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი რვა გზის ფალავანია ქართულ ჭიდაობაშიც.
7 ნოემბერს, ვეტერანთა მსოფლიოს პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.
M2
-60კგ დიმიტრი მულაძე
-90კგ თემურ ჩანქსელიანი,დავით ჩოჩიშვილი
-100კგ ლომერი ჟორჟოლიანი
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეგახხენებთ, რომ სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 10 მედალია – ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
ტურნირის ჩემპიონები ალექსი დავითაშვილი, გივი ნადარეიშვილი, ლაშა ტაველური და დევიკო გობეჯიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს პაატა მერებაშვილი, ლაშა მიქაბერიძე და გიგლა ალიბეგაშვილი დაეუფლნენ, ბრინაჯოს კი ავთანდილ ბოგვერაძე, დავიდ უძილაური და გიგლა წიფიანი.
0
0