07/04/2023
16:08
პოლიტიკა
ჩვენ ვხედავთ ვინ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებით - სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, სარგებლობს პოლარიზაციის გაღრმავება და სარგებლობს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის წყლის შეყენება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ მოსამართლეების სანქცირების კომენტირებისას განაცხადა.
„ამიტომ ძალიან იმედგამაცრუებელია ასეთი მოქმედება. აშშ 30 წელია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება ხინჯის მიყენება იმ დახმარებისთვის, რომელსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ აშშ იჩენდა. ჩვენ ვნახეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ ხდება ჩარევა მათ საქმიანობაში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
0
0