
როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, ის „ძალიან წუხს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობს იყენებენ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ზეწოლის შემდეგ.
გადაცემა „The World with Yalda Hakim“-ში საუბრისას კაია კალასმა განაცხადა, რომ „საქმე იმაშია, რომ ეს ნავთობი და გაზი უბრალოდ უფრო იაფია“.
„თუმცა, თუ ევროპას ომის დასრულება სურს, აზრი არ აქვს უკრაინის თავდაცვის დაფინანსებას და, ამავდროულად, რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. კონფლიქტები მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც ერთ მხარეს ამ ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსები ამოეწურება.
ასევე პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ რუსეთი სხვა ქვეყანაში შეიჭრა. რუსეთი, უკრაინელებისგან განსხვავებით, ომით გამოწვეულ ტკივილს არ განიცდის, რადგან ხალხი უკრაინაში იღუპება და არა რუსეთში“, - თქვა კალასმა.
კითხვაზე, არის თუ არა უხერხული, რომ ევროპული ქვეყნები, როგორც ტრამპმა თქვა, კრემლის მიერ წარმოებულ ომს აფინანსებენ, კალასმა განაცხადა, რომ ,,ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო ყველა წევრი სახელმწიფოს რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება.
0
0