
მე, ძალიან ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. თიკას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამს ნაბიჯებს ერთობისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას დანიშვნას.
სააკაშვილის თქმით, ახლა არის ერთობის დრო.
„მე მინდა მივესალმო თიკა ბოკუჩავას. თიკა არის „ნაციონალური მოძრაობის პირველი ქალი თავმჯდომარე, ძალიან მაგარი ქართველი პოლიტიკოსი. თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თიკა ბოკუჩავა. ის ყოველთვის ოპოზიციაში იყო, ხელისუფლებაში არ ყოფილა, ის პოლიტიკაში მოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, „ამერიკის ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტიდან“. მე ძალიან ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. თიკას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამს ნაბიჯებს ერთობისთვის. ახლა, არის ერთობა მთავარი. თიკას, როგორც არასდროს, შეუძლია სხვადასხვა ინტერესების შეჯერება“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ეჭვს არ იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვთ. სააკაშვილმა ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს.
0
0