29/11/2024
19:20
პოლიტიკა
ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი[არ ყოფილა] და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შსს-ს კომპეტენციაში არ შედის თავისივე თანამშრომლის ჩადენილი ქმედების გამოძიება.
„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი[არ ყოფილა] და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა, მაგრამ იყო გარკვეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დაზიანება. მოგეხსენებათ, შსს არ არის უფლებამოსილი, რომ თავისი თანამშრომლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიძიოს და განსაკუთრებით ჟურნალისტებთან მიმართებაში ჩადენილ დანაშაულებზე პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული, რომ თუნდაც მოქალაქე იყოს ამ დანაშაულის ჩამდენი, არც მსგავსი ტიპის დანაშაულს არ იძიებს შსს, ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია. მე როგორც ვიცი, მათ გაავრცელეს ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა მე სხვა უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სტატისტიკაზე, დეტალურ ინფორმაციაზე გესაუბროთ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მედიის წარმომადგენელი დაშავდა.
0
0