-share.jpg)
გუშინ იუსტიციის მინისტრმაც მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს და მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს ამასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმის მიერ მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს.
„ძალიან სამარცხვინო ინციდენტია. საერთოდ გაუგებარია, რა ქცევა იყო ეს. ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია იმ მდგომარეობას, რომ თუკი საჭირო იყო, რომ კიდევ ვინმე დარწმუნებულიყო, რომ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო სერვისებს იღებს, მიეცა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ეს ნდობა ბოროტად გამოიყენეს. ეს არ არის ჩვეულებრივი ჯგუფი, ეს გახლავთ პოლონეთის მთავრობასთან არსებული სპეციალური სამედიცინო ჯგუფი. როდესაც ან ნდობის და კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდება, ეს სამწუხაროა. გუშინ იუსტიციის მინისტრმაც მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს და მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაპუაშვილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
0
0