
თვითკრიტიკა ერთია, რაც აბსოლუტურად ჯანსაღია და ბევრი გვაქვს ამ კუთხით გასაკეთებელი, მეორეა, უშუალოდ შედეგი, რომელიც ხალხის უწყვეტი პროტესტის შედეგად აუცილებლად პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ ერთად უნდა მივაღწიოთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი კოორდინაცია, რასაც აქვს ადგილი როგორც საგარეო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით, სხვა დანარჩენი არის პროცესი.
„სალომე ზურაბიშვილთან რა ფორმატშიც მიმდინარეობს მსჯელობა მთავარი სახალხო მოთხოვნის – ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის ფორმატში, ჩვენ ვართ წარმოდგენილები. ვფიქრობ, ეს ფორმატი იქნება კიდევ უფრო შედეგიანი და ეფექტიანი. ამიტომ, ერთია თვითკრიტიკა, რაც აბსოლუტურად ჯანსაღია და ბევრი გვაქვს ამ კუთხით გასაკეთებელი და მეორეა, უშუალოდ შედეგი, რომელიც ხალხის უწყვეტი პროტესტის შედეგად აუცილებლად პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ ერთად უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, ერთობა სადღეგრძელო არ არის.
„ერთობა არ არის გერბზე დევიზი, რომ ძალა ერთობაშია, რომელიც არასდროს სრულდება სამწუხაროდ, როდესაც საუბარია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ერთობა სადღეგრძელო არ არის. როდესაც საუბარია ზეპარტიულ საკითხებზე, ისეთზე, როგორიცაა უწყვეტი სახალხო პროტესტის მიზანი და ქვეყნის ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი კოორდინაცია, რასაც აქვს ადგილი როგორც საგარეო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით. სხვა დანარჩენი არის პროცესი. ამ პროცესში ჩვენი კოორდინაცია და ძალისხმევა არის წარმოდგენილი და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, რათა მთავარი სახალხო პროტესტის მიზანი და მოთხოვნა, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება, საბოლოო ჯამში რეალიზდეს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
0
0