22/10/2021
18:01
პოლიტიკა
როგორც იასკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი მიზანი სააკაშვილის დარწმუნებაა, რომ ის ჯანმრთელი სჭირდება ქვეყანას.
რადას დეპუტატის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.
"ის მზად არის ბოლომდე წავიდეს სიცოცხლის ფასად. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რასაც ვუყურებ, სიტუაცია ისეთია, როდესაც საჭიროა მოქმედება. ასეთი ადამიანები არ არიან ციხისთვის შექმნილნი. ჩვენთვის მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ის ჯანმრთელი იყოს.
ჩემი დანიშნულებაა, დავარწმუნო, რომ ის ჯანმრთელი სჭირდება ქვეყანას. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ჩვენ ის ძალიან გვჭირდება, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი. მე მას გადავეცი უკრაინის მხარდაჭერა.
ყოველედღე მისი მდგომარეობა უარესდება. მე ძალიან მეშინია იმ დღის, რომ შემდეგ ნახვაზე, არ ვიცი რა მდგომარეობაში დამხვდება", - განაცხადა ლიზა იასკომ.
0
0