
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას ეხმაურებიან ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები.
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პრეზიდენტზელენსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ უკრაინის ლიდერის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს.
"ძალიან დასაფასებელია, ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან ვაფასებ. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იცის რისთვის აკეთებს. ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი", - აღნიშნა გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაიყვანოს.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025