
„ძალიან კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება კომიკური პარტია“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“.
„არ ვაპირებთ იმ ხალხთან ლაპარაკს, ვისთანაც საერთო ღირებულებები არ გვაქვს. მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი არ მაკავშირებს. „ოცნება“ გასაშვებია, ოღონდ ისე, რომ „ნაცმოძრაობა“ არ უნდა მივუშვათ და მივაკაროთ. ამ ხალხის მიკარება იქნება, შეხედეთ აბა?! რაიმეს ეტყვი და ეგრევე შეურაცხყოფას გაყენებენ.
ძალიან კარგია, რომ ასეთ გზას ადგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ხდება კომიკური პარტია. ვაშაძის პრემიერობაც არის ამ კომიზმის გაგრძელება, იმიტომ, რომ რა დროს პრემიერ-მინისტრობის დასახელებაა, წელიწად-ნახევრის მერეა არჩევნები“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
0
0