
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ჩვენი ინტერესი გახლავთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპას”, ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ქართულ მედიას განუცხადა.
როგორც ცნობილია დეპუტატი მეორე დღეა თბილისშია.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემის გადაჭრის გზას მოვძებნით და ნამდვილად ეს არ იქნება უბრალოდ ფუჭად მიცემული და არ იქნება მიცემული იმიტომ, რომ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, არამედ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი, ყველა რეკომენდაცია იქნას დაკმაყოფილებული და არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ვინ იქნება ხელისუფლებაში. პოლიტიკური ნებაა საჭირო ისევე, როგორც ხალხის ნება და კომისია ნამდვილად მზად იქნება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი”,- თქვა "ფორმულასთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.
0
0