29/09/2021
14:20
საზოგადოება
„საარჩევნო პერიოდში დისკომფორტი შემექმნებოდა. მე ხომ ვიცი, რა საარჩევნო კამპანიები ტარდება?! იმდენ რაღაცას ამომიყრიდნენ, გული გამისკდებოდა“, – ამბობს ცნობილი ბიზნესმენი.
ჭყონიამ კომენტარი იმაზეც გააკეთა, თუ რატომ არის ყოველთვის ხისტი და პირდაპირი ხელისუფლებასთან, თუ საზოგადოებასთან.
„არ ვიცი, ეს ჩემი ძლიერი მხარე არის თუ – არა… მე როცა ვსაუბრობ, ვსაუბრობ სიმართლეს, ასე ვარ მიჩვეული. მე არ მაქვს ნიღაბი. მე რასაც ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმ პოზიციიდან, მე რა მაქვს გაკეთებული ჩემი ენერგიით და შესაძლებლობით და შეიძლება ასეთი ადამიანები ენის მოჩლექით ესაუბრონ ვინმეს? – არ შეიძლება, რადგან ამით შენ იმ საქმის დონეს სწევ დაბლა, რომელსაც აკეთებ და „მაკდონალდს ჯორჯია“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ჯორჯიან პალასი“ თუ სხვა ბიზნესები, სადაც ჩვენ ვართ, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვინმეს ენის მოჩლექით ვესაუბროთ. საქართველოს ბიზნესმენები გათამამებულები არიან, კარგი გაგებით: შესაძლებლობა გაეზარდათ, ინტელექტი გაეზარდათ, ვაჟკაცობა მოემატათ და ძლიერები გახდნენ; ეს უნდა იცოდნენ პოლიტიკოსებმაც – დროთა განმავლობაში პოლიტიკოსები რომ ვითარდებიან, ბიზნესმენებიც იზრდებიან და გაძლიერებული ბიზნესიც თამამდება, კარგი გაგებით. ასეთი გამონათქვამი არსებობს – დიდი ფული ადამიანს ათამამებსო და ძალიან დიდი ფული – კონტროლს აკარგვინებსო. ძალიან დიდი ფული არ უნდა იშოვო, კონტროლი არ უნდა დაკარგო“, – ამბობს თემურ ჭყონია BMG-სთან ინტერვიუში.
0
0