23/04/2024
21:20
პოლიტიკა
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებით მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ.
„ბუნებრივია ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებით მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო, როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე, თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.
0
0