
“ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და ჟურნალისტ თათია სამხარაძის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება.
თამარ ჩერგოლეიშვილმა თათია სამხარაძე “ფეისბუკში” მას შემდეგ დაბლოკა, რაც ამ უკანასკნელმა “ტაბულას” დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობასა და მისგან თანხების მიღებაში დაადანაშაულა. თათია სამხარაძე წერს, რომ ჩერგოლეიშვილის “ტელევიზიას კეზერაშვილი აფინანსებდა”.
"თათია, ძალიან, ძალიან დაბალი წარმოდგენის ვარ შენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, იმისთვის რომ მარქსიზმზე გელაპარაკო... წადი, დიმას კარადაში დაჯექი…" - დაუწერა კომენტარებში ჩერგოლეიშვილმა სამხარაძეს.
მოგვიანებით, “ტაბულას” დამფუძნებელმა ამავე თემაზე პოსტიც გამოაქვეყნა:
"ეს ქალი ჩვეულებრივი ცილისმწამებელია.
2017 წელს გავწყვიტე ფინანსური
ურთიერთობა კეზერაშვილთან და სხვა დონორები ვიპოვე (რეპუტაციულადაც ბევრად გამართული)2021 წელს დავესხი თავს მისი ამბიციების გამო, ჩრდილიდან ემართა პოლიტიკა.
ეს ბინძური ცილისმწამებელი დავბლოკე, იმიტომ რომ ბინძურ ცილისმწამებლებს უბრალოდ ვბლოკავ" - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამავე პოსტის გამოხმაურებებში ჩერგოლეიშვილი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ “თათია სამხარაძე დიმა ჩიქოვანის კარადაში 2 დღე იმალებოდა, რაშიც თავად დარწმუნებულია”.
0
0