
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმარა:
“🔴 ნორმალური და ადეკვატური პრემიერ-მინისტრი ერთ სიტყვას მაინც იტყოდა მმართველი გუნდის შეცდომებზე. ყველაფრის სხვებისთვის დაბრალება არასერიოზული და ბავშვური საქციელია. ქვეყანამ დანის პირზე გაიარა მხოლოდ იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მთელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის აგენტის იარლიყის მიკერება, ოპონენტების დევნის ახალი ინსტრუმენტების ხელში ჩაგდება. არ იქნებოდა ეს ინიციატივა?! ამხელა არეულობასაც არ გამოვივლიდით! გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შეიძლება ამგვარი კანონების გარეშეც!
არანორმალურობა და უწესობაა საკუთარი შეცდომების სრული უარყოფა.
🔴 პრემიერ-მინისტრი არ უნდა საუბრობდეს მიტინგის მონაწილეთა აღკაზმულობაზე, ძალიან დაბალი დონეა, როცა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ახალგაზრდების ჩაცმულობის სტილზე საჯაროდ მსჯელობს. (მამუკა მდინარაძის ჩლიქების ფორმის “ტუფლებს” მიხედოს).
🔴 თუ ვინმე შუღლს აღვივებს და ქვეყანას ანგრევს, შესაბამისი მუხლი არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში და უნდა დაიჭირო ეჭვმიტანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეულებრივ ჭორაობასთან გვაქვს საქმე.
🔴 ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როდესაც “ქართული ოცნების” ლიდერები კორუფციის საკითხში ევროპარლამენტთან შედარებით საკუთარ მორალურ უპირატესობაზე საუბრობენ.
ევროპარლამენტში რა სტანდარტებითაც ებრძვიან კორუფციას, იმავე საზომით საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გაკონტროლება რომ ვცადოთ – ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში მხოლოდ აპარატის თანამშრომლების ნაწილი დარჩება…” - წერს ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა: “რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს შემაშფოთებელია, რაც აქ ხდება. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, უკვე გადაქცეულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და ცოტაღა უკლია, რომ ტერორისტული გახდეს.."
0
0