
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის მმართველმა გუნდმა ბევრი იწვალა და ახია მათზე.
„ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე“. რაც ჩაიდინეს და აკადრეს ქართველ ხალხს, იმისთვის პოლიტიკური სასჯელი აუცილებლად მაშინვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაგვიანდა....მთავარია ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს.
მრჩება განცდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის თავში მორალურ-პოლიტიკური არჩევანი გააკეთა, ეს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მან ეს არჩევანი გააკეთა და სულ უფრო მკვეთრად და მკაფიოდ იკავებს პოზიციებს, რაც მე პირადად და „ლელოს“ ჯამში, მიგვაჩნია ზუსტად სახელმწიფოებრივ პოზიციებად“, - აცხადებს უსუფაშვილი.
0
0