
რაც შეეხება ბარიერის დაწევის თემას, ჩვენ შარშან გავეცით ასეთი დაპირება, რომ თუ დეკემბერში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, 2022 წლის ბოლომდე დავწევდით ბარიერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამას ჰქონდა კონკრეტული ლოგიკა, რომ შარშან კანდიდატის სტატუსის მონიჭება შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს და ამ პირობებში უფრო ლოგიკური იქნებოდა შედარებით დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება. ეს იყო კონკრეტული მესიჯი კონკრეტული ძალების მიმართ, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ არ დაებლოკათ ეს პროცესი და ჩვენ დავწევდით ბარიერს, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა, გააღვივეს პოლარიზაცია. 4%-ზე დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის თუ არ ვცდები მხოლოდ 4 ქვეყანაში. ასევე უკრაინასა და მოლდოვაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი. ჩვენ ისედაც „ჩამოვრჩებით“ მათ და არ გვინდა ამაში „ჩამოვრჩეთ“. აქედან გამომდინარე, ძალაში უნდა დარჩეს 5%-იანი ბარიერი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტაბილურად განვითარდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
0
0