
დღეიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, მომღერალი აჩიკო მეფარიძე ბრალდებულის სტატუსით წარდგება. პროკურატურა მომღერალს ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება.
სავარაუდო ძალადობის ფაქტი, 2022 წლის 7 აპრილს მოხდა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე იმ დღესვე დაიწყო.
8 აპრილს კი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ლელა ჯუღელს „მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით - განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ (07.04.2022) თარიღს“.
მომღერალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ადვოკატი, ლევან ზაქრაძე აცხადებს, რომ „ეს საქმე წმინდა წყლის პროვოკაციაა“ და დანარჩენზე სხდომათა დარბაზში ისაუბრებს.
0
0