10/10/2022
19:02
მსოფლიო
რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსი ოკუპანტების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშის მიტანას და უკრაინის ქალაქების მასობრივად დაბომბვას ეხმიანება და წერს, რომ "ყირიმში ტერორისტულ თავდასხმას რუსეთი აუცილებლად გასცემდა პასუხს."
"გუშინწინ დავწერე და დღესაც გავიმეორებ: ძალადობა ყოველთვის მხოლოდ ძალადობას შობს. ყირიმში ტერორისტული თავდასხმა აუცილებლად გამოიწვევდა მოსკოვის საპასუხო ქმედებებს.
ახლა არც პროპორციულობას ვაფასებ და არც გამართლებას ვუძებნი, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა და ეს თავიდანვე ნათელი იყო.
ეს კიევმა, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ, ტერაქტის პირველივე წუთიდან გაიგო. იმის თქმა, რომ არავის ეგონა, რომ პასუხი იქნებოდა, თვალთმაქცობაა", - წერს სობჩაკი.
0
0