
ძალადობა მე ვიცი სხვანაირად - ეს დამხობის ძალადობრივი მცდელობა არ იყო, ადამიანები მივიდნენ იმ შენობის დასაკავებლად, რომელიც ყაველაშვილს არ ეკუთვნის - ამის შესახებ, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლმა გიორგი რუხაძემ, "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ყველა შენობა, რომელშიც ივანიშვილი ზის, მიტაცებულია:
"ყველა შენობა, რომელშიც ზის ივანიშვილი, ყველა შენობა მიტაცებულია. ყველა ასეთი შენობის ასე ვთქვათ დაკავება არის არა დანაშაული, არამედ გათავისუფლების მცდელობა.
შეიძლება ერთ-ერთი ასეთი მცდელობა არ გამოვიდა, მაგრამ ამ რეჟიმის გაშვების სხვა უამრავი მცდელობა იქნება. ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენელია. ამ რეჟიმის წარმომადგენლების გაშვება სხვადასხვა შენობიდან, მათ შორის არის ლეგიტიმური ამოცანა,"- აცხადებს რუხაძე.
0
0