
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საპასუხო ზომებით დაიმუქრა, თუ გერმანია გადაწყვეტს რუსული აქტივების ამოღებას და მათი უკრაინის აღდგენისთვის გადაცემას.
„როგორც კი ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, ჩვენ გვაქვს უფლება განვახორციელოთ მსგავსი ქმედებები გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების აქტივებთან დაკავშირებით“ - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
ბერლინს ოფიციალურ დონეზე არ გამოუცხადებია მზადყოფნა ამ ნაბიჯის გადადგმისთვის.
Bloomberg-მა ამ კვირაში თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გერმანია განიხილავს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას უკრაინის აღსადგენად. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბერლინი განიხილავს მსგავს ვარიანტს, თუ მისი მოკავშირეები იმავეს გააკეთებენ.
სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია რუსული აქტივების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირმა დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები 300 მილიარდ ევროდ, ასევე გააყინა რუსი ბიზნესმენების აქტივები სანქციების გამო 19 მილიარდი ევროს ოდენობით.
0
0