ახალციხეში, კონცერტის მსვლელობის დროს, მთავარ ნაძვის ხესთან მდგარი 8 500 ლარის ღირებულების დეკორაცია (დათვი) დაიწვა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
„არ ვიცით რა მოხდა. გამოძიება დაწყებულია და გავიგებთ. მოდიოდნენ ბავშვები, სურათებს იღებდნენ, უხაროდათ...“,– განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს, ახალციხეში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი მიმდინარეობდა, სადაც დუეტი „ჯორჯია“ მღეროდა.
ახალციხის მთავარ ნაძვის ხესთან სულ ორი ასეთი დათვი იდგა. მუნიციპალიტეტის მერიამ თითო დეკორაციაში 8 500 ლარი გადაიხადა.
საახალწლო დეკორაციის დაწვის შემდეგ, რამდენიმე წუთში სასტუმრო „ლომსიას“ გვერდით მდგარი ურნაც დაიწვა.
“სამხრეთის კარიბჭე”
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025