დუეინ ჯონსონმა კინოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარი - 50 მილიონი დოლარი მიიღო
24/07/2023
10:20
მსოფლიო
A-
+A
ფილმისთვის Red One მსახიობმა დუეინ ჯონსონმა 50 მილიონი დოლარი მიიღო, რაც კინოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარია. ამის შესახებ The Direct-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქამდე ჯონსონის ყველაზე დიდი ჰონორარი 23,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, რომელიც მან ფილმისთვის „ჯუმანჯი: ახალი დონე“ მიიღო. ჯონსონი - წარსულში ცნობილი რესლერი - ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად ითვლება. ფილმებმა მისი მონაწილეობით მსოფლიო გაქირავებაში 12,5 მილიარდ დოლარზე მეტი მოაგროვა.
ჯონსონამდე ყველაზე დიდი ჰონორარის რეკორდი რობერტ დაუნი-უმცროსს და უილ სმიტს ეკუთვნოდათ, რომლებმაც ფილმებისთვის „პირველი შურისმაძიებელი: დაპირისპირება“ და „მეფე რიჩარდი“ 40-40 მილიონი დოლარი მიიღეს.
0
0
170
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%