
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ შეერთებული შტატების მხარდაჭერით არის შესაძლებელი.
პოლონეთის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას ურჩია, დონალდ ტრაპთან მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის ერთგული დარჩეს.
„მე მას (ზელენსკის) ვუთხარი, რომ ჩვენ მუდმივად გვჯერა, რომ სხვა გზა არ არსებობს უკრაინაში სისხლის ღვრის შესაჩერებლად და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, გარდა შეერთებული შტატების მხარდაჭერისა. ამ მიზეზის გამო, ვურჩიე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ იგი დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის ერთგული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. არ მეპარება ეჭვი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობისადმი ღრმა პასუხისმგებლობის შეგრძნებით“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
0
0