
დუბლინში არეულობის მესამე ღამეს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 23 ადამიანი დააკავეს.
დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტების მიერ ფოიერვერკების, ქვების, ბოთლებისა და სხვა ნივთების სროლის შემდეგ, ორი სამართალდამცველი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, ირლანდიის დედაქალაქის დასავლეთში მდებარე სასტუმროს შესასვლელთან, იქ, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მესამე დღეა, რაც Citywest-ის სასტუმროსთან დემონსტრაციები იმართება.
დუბლინში მიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 ოქტომბერს 20 წლის მამაკაცს ბრალი არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის მუხლით წაუყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ათი წლის გოგონაზე ძალადობა სწორედ ამ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
0
0
წყალტუბოში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
23/10/2025