05/05/2023
11:55
მსოფლიო
უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 4 მაისს კიევის თავზე ჩამოაგდეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ინფორმაციით, დრონი თურქული წარმოების Bayraktar იყო და მან ტექნიკური გაუმართაობის გამო მართავ დაკარგა.
„დრონის უკონტროლო გადაადგილებას შეიძლებოდა პრობლემები შეექმნა, ამიტომ მისი განადგურების გადაწყვეტილება იყო მიღებული. საფრენი აპარატი მობილურმა საზენიტო ჯგუფმა გაანადგურა. ტექნიკა გვეცოდება, მაგრამ ასეთი რამე ხდება-ხოლმე. ამჟამად ტექნიკური გაუმართაობის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს“, - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ.
როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, დრონის ჩამოვარდნის ადგილზე 4-სართულიან სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს.
0
0