
ჟურნალიტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა გურიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ორი დღის წინ რა ლამაზი და მშვიდი იყავი, როგორ ტკბილად გვიმასპინძლე...
ვინ აგანერვიულა ასე?
რატომ არ მიგიღო შავმა ზღვამ?
ალბათ თქვენს ენაზე რაღაცას გვეუბნებით და ჩვენ ჯიუტად არ გისმენთ...
შეწყდეს ომი, ჩხუბი და უღმერთობა, თორემ დავიღუპებით....
მერამდენედ გაგვაფრთხილონ, რომ გლობალური კატასტროფა კარს მოგვადგა და მხოლოდ ლოცვა და სიყვარული გადაგვარჩენს!“
„სრული სერიოზულობით ვფიქრობ,
დროა საპატრიარქომ ითაოს და საყოველთაო ლოცვა აღვავლინოთ ყველამ ერთად...“ - წერს ლალი მოროშკინა.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს. მათგან 2 მოზარდია.
0
0