
ჩიკაგოში, დემოკრატიული ეროვნული კონვენციის გახსნის ღამეს სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისაუბრა, თუ როგორ „დაამსხვრია“ მან ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე "მინის ჭერი" და გახდა პირველი ქალი, რომელმაც 2016 წელს მთავარი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაცია მიიღო. თუმცა, საბოლოოდ, მისი დებიუტი დონალდ ტრამპთან დამარცხებით დასრულდა.
„როდესაც ბარიერი ერთ-ერთი ჩვენგანისთვის ირღვევა, ყველას გზა გვეხსნება. ჩირაღდნის გადაცემის დრო დადგა. ჩვენ, ერთად, ბევრი „ბზარი გავაჩინეთ“ ყველაზე მაღალ და მტკიცე „მინის ჭერზე“. ამ "მინის ჭერის" მეორე მხარეს კამალა ჰარისი დგას, რომელიც ფიცს დებს, როგორც შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი. მან უამრავი ადამიანისთვის არაერთი „მინა დაამსხვრია“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
0
0