
ილონ მასკმა პლატფორმა X-ზე ახალი გამოკითხვა გამოაქვეყნა: "ხომ არ დადგა დრო, რომ ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია?"
გარდა ამისა, მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.
"დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!" - აღნიშნა მასკმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით.
რასაც მასკმა X-ზე უპასუხა: "რა უმადურობაა! ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს ექნებოდათ კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე და სენატში რესპუბლიკელები მხოლოდ 51-49ით იქნებოდნენ.“


0
0
წალენჯიხაში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
09/12/2025