26/10/2022
13:33
მსოფლიო
აშშ-ში Dove-ის, Nexxus-ის, Suave-ის, TIGI-სა და TRESemmé-ის აეროზოლური მშრალი შამპუნები მათში კიბოს გამომწვევ ნივთიერება - ბენზოლის - არსებობის საფრთხის გამო, გაყიდვიდან ამოიღეს.
„კიბოს გამომწვევი ნივთიერების არსებობის საფრთხე აღმოჩნდა Dove-ის, Nexxus-ის, Suave-ის, TIGI-სა და TRESemmé-ის პროდუქტებში, რომლებიც გამოშვებულია 2021 წლის ოქტომბრამდე. ეს პროდუქცია ნაწილდებოდა საცალო სავაჭრო საწარმოებში ქვეყნის მასშტაბით. მოვუწოდებთ საცალო მოვაჭრეებს, შეაჩერონ აღნიშნული პროდუქტების გაყიდვა,“ - ნათქვამია აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს (FDA) განცხადებაში.
FDA-ის განცხადებით, ბენზოლი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ინჰალაციის გზით, პერორალურად ან კანზე მოხვედრის შედეგად და გამოიწვიოს ლეიკემია და ძვლის ტვინის სიმსივნე, ასევე სიცოცხლისთვის საშიში სისხლის მიმოქცევის დარღვევები.
გასულ წელს Procter & Gamble-მა (PG) დაასახელა 30-ზე მეტი სპრეის ტიპის თმის მოვლის პროდუქტი, მათ შორის მშრალი შამპუნები და თმის კონდიციონერი, რომლებიც, შეიძლება შეიცავდეს ბენზოლს. გასულ წელს მსგავსი გაფრთხილება გავრცელდა Old Spice-ისა და Secret-ის აეროზოლური დეზოდორანტების, ასევე კოსმეტიკური კომპანია L'Oréal-ის თმის გასასწორებელი ქიმიური პროდუქტების შესახებ.
0
0