
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელის“ დენის პუშილინის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქის 50%-ზე მეტი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის - „ტერიტორიის 50%-ზე ცოტა მეტი... გათავისუფლებულია“.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უკრაინის ოთხი რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც სექტემბერში, მოსკოვმა თავის საკუთრებად გამოაცხადა, თუმცა უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა ჩატარებულ რეფერენდუმს "ყალბი" და „იძულებითი“ უწოდეს.
დენის პუშილინის განცხადების სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია. ბოლო კვირების განმავლობაში, დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
გაურკვეველია დონეცკის რა ტერიტორია ნაწილდება რუსეთისა და უკრაინის კონტროლის ქვეშ. რუსეთი აცხადებს, რომ რეგიონში თანდათან აფართოებს თავის პოზიციებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ კი 12 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსული არმია, სავარაუდოდ, წინსვლას აპირებს, მაგრამ იმავდროულად ეჭვქვეშ აყენებს მის შესაძლებლობებს.
0
0