27/05/2023
23:47
მსოფლიო
ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ნაწილიდან გაიქცა შვიდი მებრძოლი, რომლებიც ყოფილი პატიმრები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ონლაინ გამოცემა TASS სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დეზერტირი თავად გაქცეულებმა დახვრიტეს, რადგან მან ჩაბარება მოინდომა, კიდევ სამი მალევე დააკავეს, ორი გაქცეული კი მოგვიანებით. ამ დროისთვის, პოლიცია ერთ პირს ეძებს.
„სოლედარის რაიონში, სამხედრო ნაწილიდან გაიქცნენ შეიარაღებული ყოფილი პატიმრები, რომლებიც ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები არიან. მათგან სამი, ბრიანკას რაიონში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს. დანარჩენებს კი ეძებდნენ, მათ შორის, როსტოვის ოლქში. მოგვიანებით, კიდევ ორი პირი იქნა დაკავებული, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკავებულების წინააღმდეგ, საქმე უკვე აღძრულია.
0
0
კესარია აბრამიძე დაკრძალეს
22/09/2024